მიზანი
კონფიდენციალურობის ამ პოლიტიკის მიზანია ახსნას, თუ bio-oil.com („ჩვენ“, „ჩვენი“ ან „ჩვენს“) თქვენს პირად მონაცემებს, როგორ აგროვებს, იყენებს, უზიარებს და სხვა გზით ამუშავებს, როდესაც ჩვენს ვებსაიტს სტუმრობთ. ჩვენ მზად ვართ, თქვენი კონფიდენციალურობა და თქვენი პირადი მონაცემები დავიცვათ.
მონაცემები, რომლებსაც ვაგროვებთ
თქვენ შეგიძლიათ, ანონიმურად ეწვიოთ ჩვენს საიტს, თუმცა თქვენი სეანსის საიდენტიფიკაციოდ, ქუქი-ფაილები გამოიყენება. ეს ქუქი-ფაილები და თვალთვალის მსგავსი ტექნოლოგიები, მხოლოდ არაპირდაპირ იდენტიფიცირებად მონაცემებს აგროვებენ და ამუშავებენ. პირად საიდენტიფიკაციო მონაცემებს (როგორიცაა თქვენი სახელი, გვარი და ელფოსტის მისამართი), მხოლოდ თქვენს დაინტერესებაზე პასუხის გაცემის მიზნით ვაგროვებთ, როდესაც დაინტერესებას საკონტაქტო ფორმის მეშვეობით, ნებაყოფლობით გზავნით.
თქვენს მონაცემებს როგორ ვიყენებთ
ჩვენ მიერ შეგროვებული მონაცემები გამოიყენება:
- ვებსაიტის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.
- ვებსაიტის ფუნქციონალის გაუმჯობესებისა და თქვენი რჩეულების დამახსოვრებისთვის, რათა დათვალიერების უკეთესი გამოცდილება იყოს უზრუნველყოფილი.
- ვიზიტორების ურთიერთქმედების გასაანალიზებლად და ანალიტიკისთვის მაჩვენებლების შესაგროვებლად.
- საკონტაქტო შეკითხვებზე პასუხის გასაცემად.
- სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად.
თქვენი მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველი
თქვენი პირადი მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველი მოიცავს:
თანხმობა
თანხმობას ქუქი-ფაილების მიღებით, ან საკონტაქტო ფორმის შევსებით იძლევით.
ლეგიტიმურ ინტერესი
ჩვენ ლეგიტიმური ინტერესი გვაქვს, რომ ჩვენს ვებსაიტზე მომხმარებლისთვის კომფორტული გამოცდილება შემოგთავაზოთ და თქვენ მიერ არჩეულ ქვეყანაში, Bio‑Oil-ის ავტორიზებულ დისტრიბუტორთან დაგაკავშიროთ, რათა თქვენს მოთხოვნას პასუხი გაეცეს.
სამართლებრივი შესაბამისობა
თქვენს პირად მონაცემებს ვამუშავებთ, როდესაც ეს მარეგულირებელი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად არის საჭირო.
ქუქი-ფაილებს როგორ ვიყენებთ
ქუქი-ფაილები მცირე ზომის ტექსტური ფაილებია, რომლებსაც ვებსაიტები თქვენს კომპიუტერში ინახავენ, რათა ნავიგაცია გაამარტივონ და გარკვეული ფუნქციების შესრულება უზრუნველყონ. ქუქი-ფაილები, რომლებიც ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის არის აუცილებელი, შეიძლება თქვენი ნებართვის გარეშე განთავსდეს. ყველა სხვა ქუქი-ფაილის გამოყენებისთვის, სანამ ისინი ბრაუზერში განთავსდება, თქვენი თანხმობაა საჭირო. თქვენ შეგიძლიათ, თქვენი თანხმობა ნებისმიერ დროს გააუქმოთ ან შეცვალოთ.
აუცილებელი ქუქი-ფაილები
აუცილებელი (ანდა მკაცრად საჭირო) ქუქი-ფაილები ვებსაიტის ძირითად ფუნქციონალობას, მაგალითად, მონაცემთა დაცვის შესაძლებლობას უზრუნველყოფს. ამ ქუქი-ფაილების გარეშე, ვებსაიტის სრულფასოვანი გამოყენება შეუძლებელია.
არა-აუცილებელი ქუქი-ფაილები
არა-აუცილებელ ქუქი-ფაილებს, რომლებსაც ვიყენებთ, ვახარისხებთ, როგორც ეფექტურობის ქუქი-ფაილებს. წარმადობის ქუქი-ფაილები, რომლებიც ასევე ცნობილია, როგორც ანალიტიკური ქუქი-ფაილები, ვებსაიტის მუშაობის და მომხმარებელთა ურთიერთქმედების შესახებ მონაცემებს აგროვებს. ისინი პირად იდენტიფიცირებად ინფორმაციას არ აგროვებს.
ქუქი-ფაილებზე თქვენი თანხმობა
როდესაც ჩვენს ვებსაიტს პირველად ეწვევით, გამოჩნდება ქუქი-ბანერი, რომელიც „ყველას მიღებას“ ან „მხოლოდ აუცილებელი“ ქუქი-ფაილების მიღებას გთავაზობთ. თქვენ შეგიძლიათ, თქვენი თანხმობა, ამ ბმულზე დაჭერით, ან თქვენი ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით, ნებისმიერ დროს გააუქმოთ ან შეცვალოთ.
ქუქი-ფაილები როგორ ვმართოთ
თქვენ შეგიძლიათ, თქვენი ინტერნეტ ბრაუზერი მომართოთ, რათა ყოველ ჯერზე, როდესაც ქუქი-ფაილი იგზავნება, გაგაფრთხილოთ, ან ქუქი-ფაილები მთლიანად დაბლოკოთ.
თქვენი მოწყობილობიდან ქუქი-ფაილების წაშლა
თქვენ შეგიძლიათ, ყველა ქუქი-ფაილი, რომლებიც უკვე არის თქვენს მოწყობილობაზე, თქვენი ბრაუზერის ისტორიის გასუფთავებით წაშალოთ. ეს ყველა ვებსაიტიდან, რომლებსაც ეწვიათ, ყველა ქუქი-ფაილს წაშლის. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება შენახული ინფორმაცია (მაგ., ვებსაიტის პრეფერენციები) დაკარგოთ.
საიტზე სპეციფიკური ქუქი-ფაილების მართვა
საიტზე სპეციფიკური ქუქი-ფაილების დეტალური კონტროლისთვის, თქვენი ბრაუზერის კონფიდენციალურობისა და ქუქი-ფაილების პარამეტრები შეამოწმეთ.
ქუქი-ფაილების დაბლოკვა
თანამედროვე ბრაუზერების უმეტესობა შეგიძლიათ ისე მომართოთ, რომ ქუქი-ფაილები თქვენს მოწყობილობაზე საერთოდ არ განთავსდეს, თუმცა ამ შემთხვევაში, შეიძლება ყოველი ვიზიტისას, ზოგიერთი პრეფერენციის შეცვლა დაგჭირდეთ და ზოგიერთმა სერვისმა და ფუნქციამ, შეიძლება სრულყოფილად არ იმუშაოს, ან საერთოდ არ იმუშაოს.
მონაცემთა შენახვა
ჩვენ შევინახავთ თქვენს პირად მონაცემებს მხოლოდ ამ პოლიტიკაში მითითებული მიზნებისთვის საჭირო დროის განმავლობაში ან კანონით განსაზღვრული ვადით. ჩვენ საკონტაქტო ფორმების შეტყობინებების ჩანაწერებს ვინახავთ, თუმცა სახელის, გვარის და ელფოსტის ველებში მოცემული მონაცემები, ჩანაწერიდან 30 დღის შემდეგ იშლება.
თქვენი უფლებები
დამოკიდებული თქვენს იურისდიქციაზე (კანონით დაშვებული გამონაკლისების გათვალისწინებით), თქვენ გაქვთ უფლება:
- მოითხოვოთ წვდომა თქვენს შესახებ არსებული პირადი მონაცემების მიმართ.
- გამოასწოროთ ან განაახლოთ თქვენი პირადი მონაცემები.
- მოითხოვოთ თქვენი მონაცემების წაშლა ან განადგურება („დავიწყების უფლება“).
- გააპროტესტოთ, აღკვეთოთ ან შეზღუდოთ თქვენი მონაცემების დამუშავება.
- მოითხოვოთ თქვენი მონაცემების გადატანა სხვა სერვის პროვაიდერთან (თქვენი მონაცემების პორტირების უფლება).
- ნებისმიერ დროს გააუქმოთ თანხმობა.
- შეიტანოთ საჩივარი თქვენი ქვეყნის მონაცემთა დაცვის ზედამხედველ ორგანოში.
თქვენი უფლებების გამოყენება
თქვენი უფლებების გამოყენებისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ bio-oil@unionswiss.com-ზე. თუ თქვენი მონაცემები გადაეცა დისტრიბუტორს, ჩვენ დაგეხმარებით მასთან დაკავშირებაში, რათა გამოიყენოთ თქვენი უფლებები.
მონაცემთა უსაფრთხოება
ჩვენ ვიყენებთ შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს, მათ შორის გაშიფვრას, უსაფრთხო სერვერებს და წვდომის კონტროლს, თქვენი პირადი მონაცემების არასანქცირებული წვდომისგან ან არასწორი გამოყენებისგან დასაცავად.
მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა
როდესაც მონაცემები გადაიცემა ევროპის ეკონომიკური ზონის მიღმა, ჩვენ უზრუნველვყოფთ შესაბამისი დაცვის მექანიზმებს თქვენი მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. გაითვალისწინეთ, რომ ევროკავშირის იმ მომხმარებლების პირადი მონაცემები, რომლებიც საკონტაქტო ფორმას ავსებენ, მათ მიერ არჩეული ქვეყნის Bio‑Oil-ის დისტრიბუტორს გადაეცემა, ან, თუ ეს შეუძლებელია, ჩვენ გადმოგვეცემა.
ამ პოლიტიკის ცვლილებები
ჩვენ შესაძლოა პერიოდულად განვაახლოთ ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა. ცვლილებები გამოქვეყნდება ამ გვერდზე განახლებული რედაქციის თარიღთან ერთად.
საკონტაქტო დეტალები
თუ კონფიდენციალურობის ამ პოლიტიკის შესახებ შეკითხვები გაქვთ, ან თქვენი უფლებების განხორციელება გსურთ, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
Union-Swiss (Pty) Ltd
Bio‑Oil Data Privacy
9th Floor Park on Long
66 Long Street
Cape Town
8001
South Africa
ტელეფონი: +27 21 424 4230
ელფოსტა: bio-oil@unionswiss.com
(მოქმედი GDPR-ის შესაბამისად, ჩვენ ვართ მაკონტროლებლები იმ პირადი მონაცემებისა, რომლებსაც ვამუშავებთ.)
ბოლო განახლება
ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა ბოლოს განახლდა 2025 წლის იანვარში.